რეზონანსი
20.08.2022

გუ­შინ, ფე­რის­ცვა­ლე­ბას ნორა კვი­ცი­ა­ნი მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა და ამი­ე­რი­დან სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში ის დედა ქე­თე­ვა­ნია. რის შემ­დეგ მი­ი­ღო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რა გზა გა­ი­ა­რა უფ­ლის ერ­თგუ­ლად მსა­ხუ­რე­ბამ­დე მის­ვლა­ში, ამა­ზე თა­ვად დედა ქე­თე­ვა­ნი საუბრობს.

„გუ­შინ, ფე­რის­ცვა­ლე­ბას სახ­ლში აღ­ვიკ­ვე­ცე მო­ნაზვნად. ალ­ბათ გა­გე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ, რომ ავად ვარ, სხი­ვე­ბი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ამან ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და. ჩემი ამ­დე­ნი წლის ტან­ჯვამ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - დავ­სნე­ულ­დი... ცი­ხი­დან როცა გა­მო­ვე­დი, მე­უ­ფე იობ­მა ჩემ­თან ბე­რე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნა (უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი) და შე­მო­მით­ვა­ლა, წა­მო­ვი­დეს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში და წი­ნამ­ძღვრად გა­ვუშ­ვებ­თო. ვუ­თხა­რი, ჯერ მზად არ ვარ, ძა­ლინ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა-მეთ­ქი, ვერ გავ­ბე­დე და უარი ვუ­თხა­რი. დრო გა­ვი­და, მას მერე ბევ­რი რამ გა­დამ­ხდა, ავა­რი­ა­შიც მოვ­ყე­ვი ... ახლა, როცა ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­მაჩ­ნდა, ვი­ნა­ნე, თა­ვის დრო­ზე რა­ტომ არ აღ­ვიკ­ვე­ცე-მეთ­ქი... მერე, ღვთის ნე­ბით, თვი­თონ გა­მიჩ­ნდა ამის სურ­ვი­ლი. ვი­ნა­ნე კი­დეც, ამ­დენ­ჯერ მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და რა­ტომ აქამ­დე არ გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. მამა გი­ორ­გი გურ­ჩი­ანს (ჩემს მო­ძღვარს და კო­დო­რის ხე­ო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარს) ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პატ­რი­არ­ქმა ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მის­ცა მე­უ­ფეს, მე­უ­ფემ მამა გი­ორ­გის მის­ცა ნება თვი­თონ გა­და­ე­წყვი­ტა ყვე­ლა­ფე­რი და მა­ნაც მო­ნაზვნად აღ­მკვე­ცა. მამა გი­ორ­გიმ კარ­გად იცო­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, ამი­ტომ წმინ­და მო­წა­მე ქე­თე­ვა­ნის სა­ხე­ლი მი­წო­და. ამი­ე­რი­დან სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში დედა ქე­თე­ვა­ნი ვიქ­ნე­ბი.

რა დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის - კო­დო­რის დაც­ვის გამო და­ვი­სა­ჯე და 7 წელი ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე, თან რო­გო­რი ციხე, კა­ტორ­ღა უფრო იყო, რამ­დე­ნი ვი­ტან­ჯე და ვე­წა­მე... ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე და­მიდ­გინ­და და ჩემი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გია. გა­დავ­წყვი­ტე და მო­ნაზვნად აღ­ვიკ­ვე­ცე, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ბედ­ნი­ე­რია ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მთე­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო... ჯერ სახ­ლში ვიქ­ნე­ბი და მერე, თუ ღმერ­თმა ინე­ბა, რა კურ­თხე­ვა­საც მამა გი­ორ­გი მომ­ცემს, ისე მო­ვიქ­ცე­ვი. მამა გი­ორ­გის აქვს მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში, ის მას აფარ­თო­ებს და დე­და­თა მო­ნას­ტერ­საც აკე­თებს. უფ­ლის ნე­ბაა ყვე­ლა­ფე­რი, თუ ფეხ­ზე და­მა­ყე­ნა და გა­მი­ხან­გრძლი­ვა ცხოვ­რე­ბა, კო­დორ­ში წა­ვალ, ბევ­რი მსურ­ვე­ლია, შე­მო­მი­ერ­თდნენ და ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ.

ამა­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. 21 წელი გა­ვი­ა­რე ჯო­ჯო­ხე­თი, ტან­ჯვა-წა­მე­ბა. ჩე­მებ­მა ეს რომ გა­ი­გეს, ყვე­ლა­ნი ტი­როდ­ნენ. ახლა თეთრ კა­ბა­ში ვწე­ვარ, ასე უნდა ვიყო 40 დღე, ამას­თან, მდუ­მა­რე­ბა­ში და ლოც­ვა­ში უნდა გა­ვა­ტა­რო ეს პე­რი­ო­დი. მერე მო­ნაზვნის სა­მოსს ჩა­ვიც­ვამ. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით ღვთის­გან და ჩემ­გა­ნაც. დიდი, დიდი მად­ლო­ბა, რომ და­მი­რე­კეთ და და­ინ­ტე­რეს­დით ჩე­მით".

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×