რეზონანსი
22.08.2022

სოციალურ ქსელში ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ფოტოები ვრცელდება.

გუშინ, ქართველებმა ხვიჩათი კიდევ ერთხელ ვიამაყეთ. მან საქართველო ამჯერადაც ასახელა. კვარაცხელიამ პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გუშინ სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე „მონცა" 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სტადიონზე დებიუტი დუბლით აღნიშნა. მან ანგარიში 35-ე წუთზე შორიდან ულამაზესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი მეტოქეს კომპენსირებულ დროში ოსიმენმა გაუტანა, 62-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოში მცველები გააბითურა, დუბლი შეასრულა და 70-ე წუთზე შეცვალეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×