რეზონანსი
22.08.2022

ჩოხატაურში უბედური შემთხვევა მოხდა - მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმებმა განაცხადეს, კლინიკაში მიყვანისას მოზარდი ფაქტობრივად უკვე დაღუპული იყო. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის მასწავლებელი გამოეხმაურა.

„ჩემი გული, სკოლის ღირსება და თავმოწონება, სიკეთე და სიყვარული... ვის ეყოფა სულის ძალა, ამ ტკივილს გაუმკლავდეს... ჩემო თბილო დადუჩია..“, - წერს ნანა მგალობლიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×