რეზონანსი
29.08.2022

სოფელ უჯარმაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარე იორის არხში ერთი ძმა ჩავარდა, მეორე კი მის გადასარჩენად გადახტა, მაგრამ წყლიდან ამოსვლა ვერც ერთმა შეძლო. 16 და 20 წლის ბიჭების ცხედრები გვიან ღამით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს. გარდაცვლილები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები იყვნენ. მათი მეგობარი თორნიკე ყრუაშვილი ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

„29 აგვისტო დგება, ახლა წესით უნდა გირეკავდე მოსალოცად  და შენ ომახიანი ხმით მპასუხობდე, მაგრამ....

როგორც ამ ფოტოში, სულ ერთმანეთის გვერდით უნდა ვყოფილიყავით...

ძალიან ბევრის თქმა მინდა, არ გამომდის, მაპატიე. 

დაბადების დღეს გილოცავ, ნიკუშ“, - დაწერა თორნიკე ყრუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×