რეზონანსი
01.09.2022

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

„შვილი მოუკლეს ემიგრანტს რომელსაც 16 წელი უნახავი ჰყავდა მისი ვაჟკაცი… დათოოოო...

რას გერჩოდა???

ეცლია შენთვის და ფიქრიასთვის ბედნიერება თქვენს ერთ სანთელივით შვილთან ერთად.

შრომობდი შენთვის წყნარად.

რას ეტყვი შენს 16 წლის უნახავ დედას რამდენიმე საათში რომ ჩაგეხუტება ასეთ გულ დაჭრილს? მოფრინავს საბერძნეთიდან ილოცეთ ემიგრანტი დედისთვის თვითმფრინავში გული არ გაუსკდეს…

მასაც ხომ გული მტკივა სულ ეხლახანს გაიკეთა გულის ოპერაცია. მაპატიე ლეილა ვერ გაგიბედე მეთქვა წუხელი გვიან ჩვენი საუბრის დროს სიმართლე.

მიყვარხარ და აბა შენ იცი გამაგრდი შენი ნათიასთვის, ნიაკოსთვის, ფიქრიასთვის.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს საბერძნეთში ლეილა ხელაძეს შვილის დათო ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ვანი გლოვობს. ღმერთო ანუგეშე და შეიწყალე მისი სული, შეძრული ვარ სულითხორცამდე. ეს რა ტრაგედიაა.

უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა ჩხეიძეების და ხელაძეების ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო… ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი შვილი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ–საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში... ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სპეტაკი სული", - წელს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×