რეზონანსი
01.09.2022

ქართველი სპორტსმენი, სამბოში მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ნინო ოძელაშვილმა თავისი ოჯახისა და ზოგადად სიყვარულის შესახებ ისაუბრა:

„ჯერ არც ერთი მამაკაცი არ მყვარებია, ჩემი ქმარიც კი. ორივეს დანაშაული იყო ჩვენი ოჯახის შექმნა, მეც არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. უბრალოდ, მას ვენდე და დავუჯერე, როცა მითხრა, ყველაფერში ხელს შემიწყობდა. ჩემთვის სპორტში მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, შესაბამისად, გვერდით მინდოდა მყოლოდა ადამიანი, რომელიც ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნიდა, თუ არადა, საერთოდ არ შევქმნიდი ოჯახს. მისგან კი მქონდა ეს დაპირება – ოღონდ მისი ცოლი ვყოფილიყავი და ყველაფერს გააკეთებდა. მეც ვენდე და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. 

გაცნობიდან ერთ წელიწადში დავოჯახდით. ვფიქრობდი, კარიერის პარალელურად, ოჯახი მექნებოდა, მეყოლებოდა შვილები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა, ყველაფერზე ეჭვიანობდა, რის გამოც ურთიერთობა დაგვეძაბა…“ - განუცხადა "თბილისელებს" ნინო ოძელაშვილმა.

თბილისელები

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×