რეზონანსი
01.09.2022

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ექიმებმა მისი შვილისთვის პროთეზის გაკეთებაზე იმედი საბოლოოდ გადაუწურეს.

"დღეს დათიკო გვყავდა კონსულტაციაზე მსოფლიოში ერთერთ წამყვან რეაბილიტაციის ცენტრ ლევინშტეინში.საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე.... იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია,ფიზიკურად არაფერია რაზე უნდა მიმაგრდესო.....არც ამათ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა,ისევე როგორც გერმანიაში გვითხრეს მორიდებით....არსად წერია,არსად გვისწავლია და არ ვიცით რა შეიძლება გაკეთდესო. დაჯდომაც პრობლემაა რადგან შინაგან ორგანოებს არაფერი იცავს და შეიძლება დაზიანდესო... ტყუილად მეგონა რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში...არადა დათიკო დღეებს ითვლიდა ტრანსფორმერობამდე",- წერს მამუკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×