რეზონანსი
01.09.2022

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” შემოდგომის სეზონზე აღარ განახლდება. მე-18 სეზონის ფინალური სერიები 2 ივლისს გავიდა ეთერში. პროდიუსერი ირაკლი საღინაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ სერიალის შესანარჩუნებლად ყველაფერი კეთდება.

“ერთი გამოკვეთილი მიზეზი არასდროს არაა, გამომდინარე არხის პრობლემებიდან, გამომდინარე პოლიტიკური ვითარებიდან, გამომდინარე ფინანსებიდან, ბევრი რაღაცაა, რაც ამხელა, მძიმე პროექტის დაფინანსებისგან თავის შეკავებისკენ გვიბიძგებს”.

შეიძლება ახალ წლამდეც დაიძრას, ან ცოტა გვიან. ვმუშაობთ, რომ კონსტრუქცია შევინარჩუნოთ. ჩცდ ვერ დაიხურება. იმდენი წელია არსებობს, რომ ჩცდ შეიძლება დაასრულოს მხოლოდ რაიმე ახალმა საკულტო პროექტმა. მისი ბაზარზე მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, ამას რეიტინგები და მაყურებლის რეაქციაც ადასტურებდა.

ასეთი პაუზა გვქონდა რამდენიმე წლის წინაც, 6 თვით გავჩერდით, მსგავსი რამ ხდება, როცა ასეთ ძვირიან და მასშტაბურ პროექტზეა საუბარი”.

 “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, “ჩემი ცოლის დაქალები”, ტელეეკრანზე 2011 წლიდან გადის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×