რეზონანსი
04.09.2022

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომელთაც სექტემბერში მასშტაბური სკანდალი და ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევა ემუქრება:

ტყუპები - ტყუპებს სერიოზული საუბარი ელით მეორე ნახევართან. გამჟღავნდება ის, რაც წლების განმავლობაში გაწუხებდათ. შესაძლოა ღალატის ან ტყუილის შესახებ შეიტყოთ და სერიოზული არჩევანის წინაშე დარჩეთ: აპატიოთ საყვარელ ადამიანს თუ არა. ამასთან აუცილებლად უნდა დააკვირდეთ საკუთარ თავს, რატომ მოხდა ასე და რატომ გაცივდა ურთიერთობები. მთავარია მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვათ.

მერწყული - მერწყულსაც ოჯახში სერიოზული კონფლიქტი ელოდება, თუმცა არა მაინცდამაინც მეორე ნახევართან. სავარაუდოდ, ნათესავების ინტრიგები წყობიდან გამოგიყვანთ და გაგაბრაზებთ. თუ დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ, იფიქრეთ ახალ სახლში გადასვლაზე. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეზღუდეთ კონტაქტები, ან მოაგვარეთ პრობლემები. ნუ გაართულებთ სიტუაციას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×