რეზონანსი
05.09.2022

გურჯაანში „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გარდაცვლილი ქალი ადიგენის მუნიციპალიტეტიდან არის. გარდაცვლილი, ზინა აბუსერი, რამდენიმე თვეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველიციხეში, მეუღლესთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

სახლის მესაკუთრე, ესმა მესხი ამბობს, რომ ქალს, ჯანმრთელი ორსულობა ჰქონდა და არაფერს უჩიოდა.

„ჩემს საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრობდა, მეუღლესთან ერთად, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. ძალიან კარგი გოგო იყო, ორსულობაც ჯანმრთელი ჰქონდა, არაფერს უჩიოდა. აღრიცხვაზე თბილისში იყო, თუმცა სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ჩვენ წავიყვანეთ საავადმყოფოში. მშობიარობის წინ, მეგობარს ხმოვანი ჩაუგდო, მეც და ბავშვიც კარგად ვართო. დღეს გვეუბნებიან, რომ ორივე გარდაიცვალა, წარმოუდგენელი ამბავია. პირველ მეუღლესთან სამი შვილი ჰყავს, ეს მეორეა და ამასთან პირველი შვილი უნდა შესძენოდა"- ამბობს მესხი.

გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორი, გელა ორველაშვილი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა და მშობიარესაც მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო.

„ძალინ რთულია, ჩვენი ექიმებისთვისაც ეს ფაქტი. როგორც მეუბნებიან, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა და ქალსაც, მოულოდნელი გართულება დაემართა. არ არის ადვილი ადამიანის, მით უმეტეს ორსულის და ბავშვის დაღუპვა. ვნახოთ, გაირკვევა, რა მოხდა, მსგავსი რამ ჩვენთან, არასოდეს ყოფილა" - განაცხადა ორველაშვილმა.

გარდაცვლილი ქალი უკვე გადაასვენეს გურჯაანის სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში. გარდაცვალების მიზეზებს, შესაბამისი სამსახური დაადგენს.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×