რეზონანსი
05.09.2022

სოციალურ ქსელში რუსი ბლოგერი ნატალი ურსულგოს ვიდეო ვრცელდება, რომელიც საქართველოშია გადაღებული. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ საშინლად არ მოეწონა, რომ ერთ-ერთ საკონდიტროში, მის რუსულ მიმართვას არცთუ მეგობრულად გამოეხმაურნენ. რუსი ბლოგერი ვიდეომიმართვაში ქართველ ახალგაზრდებს აკრიტიკებს.

„ძალიან მაცოფებს ეს ისტორია. ადამიანი მუშაობს კაფეში. გასაგებია, რომ საქართველოში ისვენებს უამრავი რუსი, რომლებიც საუბრობენ მხოლოდ რუსულად. ეს გოგო უღიმის მხოლოდლ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხს. ევროპელები იყვნენ.

მე მივედი და ვეუბნები გამარჯობა და ადამიანს სახე ეცვლება. აი, კამერაზე უნდა გადამეღო.  ვუთხარი მარწყვით მინდა, ის კი მპასუხობს ინგლისურად რომ არ ესმის, მინდოდა თავში ჩამერტყა.

ამ ვიზიტის შემდეგ, ორმაგი გრძნობა მაქვს, ასე თუ ისე, საქართველოში, საბჭოთა თაობა, ასაკოვნები, ნორმალური და ადეკვატური ხალხია, ახალგაზრდები კი ისე იქცევიან თითქოს, რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს ან აი, თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი.

გასაგებია, რომ იქ სპეცოპერაციაა და მთელი ამბებია, მაგრამ ადამიანები უნდა ვიყოთ”, – ამბობს რუსი ბლოგერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×