რეზონანსი
11.09.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსიკო ყიფიანი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ როგორ აღაფრთოვანა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიელები.

„ჩემი ოთო და მისი მეგობარი კვარასთან არიან ჩასული გადაცემის ჩასაწერად. აი, რას წერენ ისინი ..

„დღეს ჩვენი თვალით რასაც შევესწარით და ვნახეთ, ეს იყო ყველაზე დიდი სიამაყის, ბედნიერების და სამშობლოს ყივილის გრძნობა, მთელი ნაპოლი ქუჩებში დადიოდა ნაპოლის ფორმით და 90% -ს, კვარას ფორმა ეცვა, არც ოსიმენის, არ კაპიტანი დი ლორენცოსი, ჩვენი კვარას ფორმა!!!

გუშინ მოვიარეთ ღამით ყველა ბარი, კაფე და კლუბები, ყველგან, სადაც იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით, უფასოდ გვეპატიჟებოდნენ, მოკლედ, 3 დღეა სასმელში ფული ვერ დავხარჯეთ. მერე კიდევ გაგიზიარებთ, დეტალებს, როცა ეს ემოციები ჩაცხრება. კვარა ჩვენი ელჩია მთელ ევროპაში!", - წერს რუსიკო ყიფიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×