რეზონანსი
14.09.2022

რამდენიმე დღის წინ ქუთაისელი ქალი ცოლად რუს „კანონიერ ქურდს“ გაჰყვა. ევ­გენი ვესიოლკინმა და ნათია დოლიძემ ჯვარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწერეს. მოძღვარი საქართველოდან იყო, ხოლო ქორწილში თამადად მიწვეული იყო ქუთაისელი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.

გრანდიოზული ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში თავად დათო ლიკლიკაძემ გაავრცელა.

ამ ამბავს უკვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა და ლიკლიკაძეს თავის მართლებაც უწევს. ჟურნალისტმა ელისო კილაძემ კოლეგას პირდაპირ ჰკითხა:

„კანონიერი ქურდის ქორწილში იყავი თამადა?“

დათო ლიკლიკაძემ კი ასეთი პასუხი გასცა:

„მეგობრის ქორწილში ვიყავი თამადად. ნათია ქურდი არ არის. მისი ქმრის პროფესიის შესახებ მერე გავიგე“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×