რეზონანსი
14.09.2022

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, დათი გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის.

“საღამოს მივფრინავთ, რეაბილიტაციას იქ გავივლით. არავინ არაფერს დაგვპირებია იქ, უბრალოდ ისრაელში იმდენად კატეგორიული უარი გვითხრეს, რომ აზრი აღარ ჰქონდა აქ დარჩენას, ამიტომ გადავწყვიტეთ სხვაგან ვცადოთ ბედი. თუ იქაც არ გამოვიდა სხვა გზას მოვძებნით სადმე… მე მჯერა რომ უფალი ასე არ დაგვტოვებს და აუცილებლად გამოჩნდება სადმე გამოსავალი”, – ამბობს დათის დედა.

“საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე, იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია, არსად გვისწავლია და არ ვიცით რა შეიძლება გაკეთდესო” – 8 წლის დათის ქოქრაშვილის დედა.

ქრისტინე მამუკაშვილმა ისრაელის კლინიკის პერსონალთან გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა.

"მიყვარხართ და ჩემი გული თქვენთან რჩება. მომენატრებით უზომოდ. მადლობა ყველაფრისთვის“, – დაწერა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×