რეზონანსი
20.09.2022

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილ ვრცელ ღია წერილს "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:

"სრული ლუსტრაცია -ამ "ცოლ-ქმრის" (წლების მანძილზე) "ნამუშევრის და ნაჩალიჩარის "ლუსტრაცია თან მიჩვეულები არიან რომ მათი ჩადენილი ბოროტება და ნასროლი ტალახი უპასუხოდ რჩებოდა, ჩემთან არ გამოვა ეგ ამბავი, სადაც გასვლიათ იქ გააგრძელონ- პასუხი ყოველთვის იქნება “ ალიყური"

P. S "ჩერგო და ბოკერია", პუტინის ტყვე და ციხეში მყოფ სააკაშვილს მიმართავენ "გააჩერე შენი სპიკერები თაკო და გუბაზიო". მიდი "მიაწექი" თამარ, სხვა რა გზა გაქვს, ასეა ბინძურად რომ შეტოპავ, დიდ ფულს გთხოვთ ხელისუფლება, ეტყობა ციხის შიში "ნამეტნავად" აქვს ამ "ცოლ-ქმარს" და ყველაფერს კადრულობენ !

და ბოლოს : ამ ტუტუც ქალს ( ჩერგოლეიშვილს) აუხსნას ვინმემ, რომ ტყვე პრეზიდენტს- სააკაშვილს, რომელიც კვდება (პუტინის ხელით) ზურგში დანა რომ არ უნდა ჩავარტყა, ეს მიშა სააკაშვილმა კი არა ოჯახმა მასწავლა ბავშვობაში!!!!!"- დაწერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×