რეზონანსი
20.09.2022

"უც­ნო­ბის", იგი­ვე გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში "უც­ნო­ბის კი­დო­ბა­ნი" "გირ­ჩის" ლი­დერ­მა, ზურა ჯა­ფა­რი­ძემ გა­და­ცე­მის წამ­ყვანს შე­ახ­სე­ნა, რომ მის­მა ძმამ "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­დან" 7 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო და მის დაბ­რუ­ნე­ბას არა­ვინ სთხოვს. ჯა­ფა­რი­ძე ამ­ბობს, რომ სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "წყნა­რად არის." გა­ჩე­ჩი­ლა­ძის თქმით კი, ის რა­საც ჯა­ფა­რი­ძე ამ­ბობს, ტყუ­ი­ლია.

"მე შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და ვარ წყნა­რად, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცე­ცხლი არ ან­თია. მე არ მინ­და, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცე­ცხლი და­ინ­თოს", - თქვა გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, რა­საც ჯა­ფა­რი­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

"მე შვი­ლე­ბი მყავს და წყნა­რად არ ვარ. ჩემ ძმა­საც რომ ჰქონ­დეს 7 მი­ლი­ო­ნი მი­ღე­ბუ­ლი "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­დან", რო­მელ­საც არ სთხო­ვენ და ჩუქ­ნი­ან, შე­იძ­ლე­ბა მეც წყნა­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი."

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ კი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­სა და ჯა­ფა­რი­ძეს შო­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი გა­ი­მარ­თა:

უც­ნო­ბი:

- და­ვი­გი­ნო ახლა დედა გა­და­ცე­მა­ში?

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

- მას (ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე) აქვს ეს სა­ჯა­როდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

უც­ნო­ბი:

- რომ 7 მი­ლი­ო­ნი აიღო? ტყუ­ილს იძა­ხი.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

- შენ ძმას სა­ჯა­როდ აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. დავ­გუ­გლო?

უც­ნო­ბი:

- და­გუ­გ­ლე მიდი.

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

- გან­ცხა­დე­ბა მახ­სოვს. თქვა, რომ ეგ სწო­რი ამ­ბა­ვი არი­სო, ეგრე უნდა იძ­ლე­ო­დე­სო სეს­ხებს სა­ხელ­მწი­ფო. პირ­ვე­ლად გა­ი­გე?

უც­ნო­ბი:

- პირ­ვე­ლად გა­ვი­გე… ჩემი ძმის ამ­ბა­ვი მე თუ არ ვიცი, შენ იცი ჩემ­ზე უფრო კარ­გად?

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

- "და­კარ­გუ­ლი ედე­მი" გა­გი­გია? მა­გა­ზეა ლა­პა­რა­კი.

უც­ნო­ბი:

- კი, გა­მი­გია, მერე?

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

- მა­გა­ზეა ლა­პა­რა­კი. თა­ვად ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, სა­ხელ­მწი­ფო კო­მერ­ცი­ულ რისკს იღებს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს ქვე­ყა­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვან სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არც ერთი ბოთ­ლი ღვი­ნო ამე­რი­კა­ში არ გა­სუ­ლა.

უც­ნო­ბი:

- სად წე­რია 7 მი­ლი­ო­ნი?

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

- "სა­პარტნი­ო­რო ფონდმა" ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის პრო­ექ­ტში 7 მი­ლი­ო­ნი ჩადო და კო­მერ­ცი­უ­ლი რის­კიც თა­ვად აიღო.

უც­ნო­ბი:

- ლე­ვა­ნის სი­ტყვე­ბი სად არის?

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

- ახლა წა­გი­კი­თხე ლე­ვა­ნის სი­ტყვე­ბი, ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია და რომ სა­ხელ­მწი­ფო კო­მერ­ცი­ულ რისკს იღებს თა­ვის თავ­ზე, ანუ ფული მან აიღო, მაგ­რამ რის­კი სა­ხელ­მწი­ფომ აიღო თა­ვის თავ­ზე. ახლა ამა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კო დიდ­ხანს?

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×