რეზონანსი
21.09.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაკა ნარიმანიძე ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ ამბავზე წერს:

„ძალიან გაბრაზებული და სასოწარკვეთილი ვარ, დღეს ვაზისუბნის დასახლებაში, პარკში, კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გოგოს, უამრავი ბავშვის, ქალის და კაცის თვალწინ დაუწყო ჩხუბი და ცემა. არც ერთი არ მიეშველა ამ საწყალ გოგოს, არავინ გამოჩნდა ვინც დაეხმარებოდა. ყველა იქ მყოფი ვინც დაინახეთ ეს ყველაფერი და რეაქცია არ გქონდათ, ხართ იმაზე უარესი მოძალადეები, ვიდრე, ის ნაძირალაა...

პატრულის გამოძახება მინდოდა, მაგრამ გოგომ მთხოვა, მეცოდება და არ გამოიძახოო, ის უნამუსო კი დაიმალა. ბავშვებმა გაჯობეს გამოსარჩლებაში, მე მარტომ ვერ გავაჩერე ეს კაცი, სამი ბავშვით ვიყავი, პატარა ბიჭები ალბათ 17-18 წლისანი იქნებოდნენ, გაჰყვნენ რომ ეპოვათ.

გოგო ძლივს მოვასულიერეთ, დღეს გადარჩა, მაგრამ ხვალ-ზეგ არ ვიცი რა მოუვა. ძალიან გთხოვთ, ასეთ სიტუაციას თუ შეესწრებით, აუცილებლად ჩაერიეთ, რადგან ერთი მაინც სათანადოდ რომ დაისჯება, სხვა ვეღარ გაბედავს!“ - წერს მაკა ნარიმანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×