რეზონანსი
23.09.2022

კიდევ ერთი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი.

დაშავდნენ, ასევე, გარდაცვლილი სასულიერო პირის მეორე შვილი და ტრაილერის მძღოლი. ისინი ქუთაისში, კლინიკაში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილების ცხედრები უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

უმძიმეს ტრაგედიას შოთო სიხარულიძე ეხმიანება და დაღუპული მამა-შვილის ფოტოს აქვეყნებს:

„გარდაცვლილი 8 წლის მღვდელმსახურის შვილი. ტრაგედია დატრიალდა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვლი ემსხვერპლა. აცხოვნოს უხვმოწყალე ღმერთმა მათი უკვდავი სული (ფოტოზე მამა-შვილი).

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს ახლობლებსა და მრევლს. უფალმა გიხმო მამავ და ძმაო ქრისტეში. ყველაფერი ზეცაში იყო გადაწყვეტილი. განგისვენოს ქრისტე ღმერთმა მართალთა სავანეში და გაცხოვნოს ძვირფასო მამაო. მე, შოთო სიხარულიძე, ვუსამძიმრებ ვანისა და ბაღდათის ეპარქიას და მის სულიერ საძმო-სამწყემსოს ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი და შენი შვილის ლამაზი სული. ქრისტეს მიერ ძმანო და დანო გთხოვთ მოიხსენოთ ახლადშესვენებული დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი შვილი", - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×