რეზონანსი
29.09.2022

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ კეზერაშვილი ადამიანებით მოვაჭრეა.

კეზერაშვილის სიტყვებს, რომ ის არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში, ჩერგოლეიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას ფულის ხამს უწოდებს.

როგორც ჩერგოლეიშვილი კომენტარში აღნიშნავს, კეზერაშვილს აქვს ინტერესი ოპოზიციური პარტიების მიმართ.

„მტყუანს შე***ი ჩემდათავად. ფულის ხამი, ადამიანებით მოვაჭრე ბიდლო არ მაინტერესებთ. ვისაც ეკუთვნოდა, იმან გაიგო და იცის რომ მართალი ვარ“, - დაწერა ჩერგოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×