რეზონანსი
30.09.2022

„ეძიებდე და ჰპოვებდეო..." ჰოდა, ვარსკვლავებმა ამ ძიების შესახებ ბევრი იციან. ნუ კითხულობ რანაირადო?! რანაირად და ყოველ ღამე ცაში, რომ აიხედავ და შენს ვარსკვლავს და შენს წილ მთვარეს ელაპარაკები მანდედან.

მათ ყველაფერი იციან... „მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ"...

ამიტომაც სამყარომ და ვარსკვლავებმა ოქტომბრის თვეში ერთად გადაწყვიტეს მოქმედება შენს გასაბედნიერებლად.

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ოქტომბერი სავსე იქნება სასიყვარულო თავგადასავლებით და გარკვეული ზოდიაქოს ნიშნები საბედოსაც კი იპოვიან.

ვერძი

მარტოხელებისთვის: ივლისივით მცხუნვარე ოქტომბერი გელოდებათ, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს მონათესავე ნიშანში - მშვილდოსანშია და უამრავ რომანტიკულ შეხვედრას გპირდებათ.

რჩევა:რაც უფრო მოღიმარი იქნებით, მით მეტი თაყვანისმცემლისგან მიიღებთ საჩუქარს, ღიმილს და სიურპრიზებს.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის მიმართ მაქსიმალურად მოსიყვარულე უნდა იყოთ. ნუ დაგავიწყდებათ მისი შექება, გაბედნიერება.

რჩევა: მოაწყვეთ რომანტიკული უქმეები. ერთად უყურეთ ფილმებს ან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

კურო

მარტოხელებისთვის: სიმშვიდე, აი, რა გსურთ ოქტომბერში. ყველა დრამა წარსულს ჩაბარდა და ახლა საკუთარი თავი უნდა გაინებივროთ. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში; გაერკვიეთ, რა გსურთ

რჩევა: დაელოდეთ ნოემბერს, დრო კი განვითარებას, ახალი ცოდნის მიღებას დაუთმეთ.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: თუ ქუჩაში წვიმს, თქვენს პირად ჰორიზონტზე ღრუბელიც კი არ შეიმჩნევა. თავგადასავლები თუ გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. თამამად გამოავლინეთ ინიციატივა. უთხარით ყველაფერ ახალს „კი".

რჩევა: „არა" უთხარით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ურთიერთობას გაბუტვებით და წყენით იწყებს. დაწყვილებულებისთვის: თვის დასაწყისში სამსახურის საქმეები ყოველდღიურად გაწერილი გექნებათ. აი, მეორე ნახევარში კი უნდა აინაზღაუროთ რომანტიკა და გართობა. შეიძლება ახალი ჰობის გამოიძებნოთ.

რჩევა: მიიღეთ მზის აბაზანები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გადმოალაგეთ თბილი სამოსი და საზაფხულოებს ცოტა ხნით დაემშვიდობეთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში, საქმეები თავიდან გექნებათ გადასამოწმებელი. ოქტომბერში დაასრულეთ ყველა პროექტი, რომ ნოემბერში პაემნებზე სირბილი შეძლოთ.

რჩევა: ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, გაატარეთ. დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ თბილი ჩაით და გემრიელობებით. მოუქსოვეთ ლამაზი შარფი და ქუდი. ერთმანეთზე ზრუნვა კიდევ უფრო დაგატკბობთ ერთმანეთის მიმართ.რჩევა: მასზე ზრუნვაში საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ.

ლომი

მარტოხელებისთვის: მოემზადეთ, რომანტიკული განწყობა კარს შემოგიმტვრევთ. მოსაწყენად არ გეცლებათ, თაყვანისმცემლები გაგანებივრებენ საჩუქრებითა და სიურპრიზებით.

რჩევა:იყავით ქალური და არა დედოფლური.დაწყვილებულებისთვის: დათბებით და დატკბებით საყვარელი ადამიანის მიმართ. ის კი თქვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გმირობებს ჩაიდენს.რჩევა: კარგი იქნება იმიჯის შეცვლა.

ქალწული

მარტოხელებისთვის: ძილის წინ კანფეტების ჭამა და "ცუდ ბიჭთან" რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ. ყველაფერი უსარგებლო უნდა მოიცილოთ. რჩევა: მსუბუქი ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეპატიებათ, თუ გრძნობებში სერიოზულად არ გადავარდებით.დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება მიეცით, ცუდი ამინდი კი შინ ჯდომის მიზეზი არაა.

რჩევა: ჩაეწერეთ ფიტნესზე, გაიჩინეთ ახალი ჰობი.

სასწორი

მარტოხელებისთვის: დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი პაემნები, რომანტიკული მიმოწერა და მუცელში პეპლების ფარფატი იქნება. : შიშებმა, რომ წარსული არ განმეორდეს, შეიძლება გაგიფუჭოთ დამოკიდებულება ახლანდელ თაყვანისმცემელთან.

რჩევა: მოიფიქრეთ, როგორ გსურთ გაატაროთ დაბადების დღე ან უქმეები - რომანტიკულად. შეიძლება შეგეცვალოთ სამსახური, ინტერესთა სფერო.

მორიელი

მარტოხელებისთვის: სიყვარულის პლანეტა თქვენს ნიშანშია და ყავასაც კი ვერ დალევთ რომანტიკის გარეშე. დააკვირდით გარშემო მყოფებს, მათ შორის აუცილებლად გამოიძებნება სათქვენო.რჩევა: თუ მარტოობა გსურთ, დაუთმეთ მეტი დრო კარიერას.

რჩევა: ცურვა ან იოგა საუკეთესო იქნება თქვენთვის.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: თუ ადამიანი არ მოგწონთ, ნუ გადავარდებით ილუზიებში და ისწავლეთ "არას" თქმა. თუ ადამიანი ნამდვილად მოგწონთ, გამოხატეთ გრძნობები თბილი შეტყობინებებით, ჩახუტებით. : რჩევებს ყური არ დაუგდოთ, რაოდენ ავტორიტეტულიც უნდა იყოს ადამიანი თქვენთვის.

რჩევა: ჩართეთ რამე ენერგიული მუსიკა და გააგრძელეთ რიტმში ცხოვრება.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: დათუნიასავით მოგინდებათ პლედში თბილად გახვევა და გაზაფხულამდე დაძინება, მაგრამ საკუთარ თავში უნდა გამოძებნოთ ენერგია და გააგრძელოთ ცხოვრება.

რჩევა: დაიწყეთ ექსპერიმენტები, გამოძებნეთ ახალი გასართობი, ჰობი. შეიცვალეთ სტილი, ვარცხნილობა. დაწყვილებულებისთვის: ვნებები ბობოქრობს, ყველაფერზე შეგიძლიათ ვულკანის ამოფრქვევა, მაგრამ გახსოვდეთ: „ყველაზე კარგი ომი ისაა, რომელიც არ ყოფილა".

მერწყული

მარტოხელებისთვის: ყველამ იცის, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონა ხართ, ოქტომბერში კი სტრატეგია უნდა შეცვალოთ. არ გამოავლინოთ ინიციატივა, არ დაურეკოთ პირველმა, მან დაგპატიჟოთ ყავაზე. იყავით ქალური და ნაზი. თქვენს საყვარელ მამაკაცს სურს, მთავარი როლი ითამაშის თქვენს ცხოვრებაში.: ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი.

რჩევა: საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი ყველაფერს გაარკვევს. ეცადეთ, საკუთარი პრეტენზიები მშვიდად გამოთქვათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ.

თევზები

მარტოხელებისთვის: მოერიდეთ კამათს ახლობლებთან, საათობით სოციალურ ქსელებში სქროლას. უმჯობესია, დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმოთ.

რჩევა: ოქტომბერი - კარგი თვეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. გამოუთავისუფლეთ დრო სასიამოვნო საქმიანობას.

წყარო: „digest.pia.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×