რეზონანსი
08.10.2022

ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი "ვა­ნოს შოუს" შე­მოქ­მე­დე­ბით­მა გუნ­დმა "ტვ პირ­ველ­ზე“ და­ი­წყო. თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო „მთა­ვა­რი არ­ხის“ და­ტო­ვე­ბა, რა­ზეც იუ­მო­რის­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა. სა­ჯა­რო პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა „მთა­ვარ­მა არ­ხმაც,“ რა­ზეც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა პი­რა­დად უპა­სუ­ხა... ცი­ა­კო ფი­ფია იუ­მო­რის­ტე­ბის გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რია, ის ჟურ­ნალ "გზას­თან" არ­ხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს და გულ­ნატ­კე­ნია, რომ ამის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა მათ მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი არ და­ი­შუ­რეს.

"მთა­ვარ­ზე" სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (აპ­რი­ლი, მა­ი­სი, ივ­ნი­სი) სრუ­ლი­ად უხელ­ფა­სოდ ვი­მუ­შა­ვეთ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად მგზავ­რო­ბის ფული გინ­და ადა­მი­ანს. იმ ად­გი­ლას არც მეტ­რო იყო, არც ავ­ტო­ბუ­სი და არც „მარ­შუტ­კა“ მი­დი­ო­და. ან ფე­ხით უნდა მი­სუ­ლი­ყა­ვი და ან ტაქ­სით, ანუ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ვზა­რალ­დე­ბო­დით. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ხმას არ ვი­ღებ­დით, ვმუ­შა­ობ­დით და გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში გა­დი­ო­და. ეს ისევ ვა­ნოს დამ­სა­ხუ­რე­ბით ხდე­ბო­და. ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. მხარ­ში დგო­მაც ვი­ცით, ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მის, მაგ­რამ ჩვენს უკან ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი და შვი­ლე­ბი დგა­ნან. ასე­ვე ბან­კის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. როცა ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს აღე­ბუ­ლი, ვმუ­შა­ობთ, ვშრო­მობთ, იქ ხელ­ფა­სიც უნდა იყოს. როცა ხელ­ფა­სი არ იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არხს გვერ­დით ვე­დე­ქით.

ისე არ ყო­ფი­ლა, რომ ზუს­ტად გვცოდ­ნო­და, ხელ­ფა­სი რო­დის ჩაგ­ვე­რი­ცხე­ბო­და, - „წი­ა­წი­ად“ გვე­რი­ცხე­ბო­და. ამ არხზე გული ძა­ლი­ან დამ­წყდა და იქა­უ­რო­ბა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია. უბ­რა­ლოდ გვი­თხრეს, რომ და­ი­ხუ­რე­ბო­და „შა­ბა­თის შოუ,“ „მთა­ვა­რი გო­გო­ე­ბი,“ „მთა­ვა­რი ბი­ჭე­ბი“ და მხო­ლოდ „ვა­ნოს შოუ“ გა­ვი­დო­და, მი­ნი­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ვა­ნომ ეს არ გა­ა­კე­თა, თა­ვი­სი გუნ­დი ვერ გა­წი­რა. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა, ხალ­ხმა უნდა და­ი­ნა­ხოს. მარ­თლა ჯვარს გვაც­ვეს, როცა გა­ი­გეს სხვა­გან გა­და­ვე­დით. თან ეგო­ნათ, რომ იმი­ტომ გა­და­ვე­დით ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რა­ღაც უკე­თე­სი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. ჩვენ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იმი­ტომ გა­და­ვე­დით, რომ ყვე­ლა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსახ­სროდ დავ­რჩით. ჩვე­ნი გუნ­დი ვა­ნომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა...

როცა სამი თვე უხელ­ფა­სოდ ვი­მუ­შა­ვეთ, ხმა არ ამოგ­ვი­ღია, მა­შინ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით, ახლა ცუ­დე­ბი ვართ? გული მწყდე­ბა" - უთხრა ჟურნალ "გზას" მსახიობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×