რეზონანსი
08.10.2022

საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ლელო გოგოჭურს ახლობლები ემშვიდობებიან. ის ემიგრაციაში მძიმე დავაავადების შედეგად გარდაიცვალა, როგორც ახლობლები წერენ ქალბატონი 2 წელზე მეტი ებრძოდა საშინელ დაავადებას.

„ჩვენმა ლამაზთვალებამ და სიცოცხლით სავსე ლელომაც დაგვტოვა, რატომ ღმერთო, რატომ".

„ჩემო ლელა, შვილოო, რა ცოდო ხარ და რა ტკივილი ხარ. როგორ მეცოდები. რომ მითხარი უკეთ ვარო, გამიხარდა, შემოგევლე. მეგონა, დამთავრდა შენი ტანჯვა, თურმე არა დამთავრებულა. რა გელოდა, ახლა შენი დედიკო და მამუკა ჩაგიკრავენ გულში, ვუსამძიმრებ ოჯახს და შენ კი, ჩემო ლამაზ თვალებავ, ნათელი და სანთელი არ მოგაკლებოდეს, როგორ მეწყინა შვილო.

„ძალიან მებრალება, უნიჭიერესი ბავშვი იყო. დედა მერე ძმა, ახლა თვითონ"

„ვაიმეეე შვილო, როგორ მეცოდები. რა დაუნდობლად მოგექცა ბედისწერა, ჩემო ლელა, ნათელში იყავი, შვილო ჩაეხუტები შენს დედას და ძამიკოს. ამქვეყნად კი დიდი ტკივილი დაუტოვე შენს ოჯახს, შენს შვილებს, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემო ლამაზო გოგო", - წერენ სოციალურ ქსელშიგარდაცვლილი ქალის ახლობლები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×