რეზონანსი
08.10.2022

დღეს გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია ცნობილი რადიოლოგის, გენრიეტა გაგშოძის გარდაცვალების შესახებ.

როგორც მედიკოსის მეგობრები აცხადებენ, გენრიეტა გაგოშიძე ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში გაგუას კლინიკაში მუშაობდა.

ცნობილი რადიოლოგი არაერთხელ სტუმრობდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და ჩვენს მსმენელსა და მკითხველს არაერთ რჩევასა და საჭირო რეკომენდაციას უზიარებდა.

გთავაზობთ ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს:

„მინდა ყველა ორსული გავამხნევო და ვუთხრა მათ, რომ სანამ ძალა და ენერგია გვექნება, ექიმები მათ გვერდით ვიქნებით. ჩემთან უამრავი ორსული მოდის და ყველა ორსული ჩემიანად მიმაჩნია, მე მათ ვერ დავაღალატებ ვერასდროს. სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ყველაფერს გადავლახავთ, თუმცა ყველაზე მეტად ორსულებს დადებითი ემოციები და სულიერი სიმშვიდე სჭირდებათ, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე“.

წყარო: ფორტუნა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×