რეზონანსი
09.10.2022

თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. ცნობილია, რომ ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა და მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.

მის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობებიან: 

„ლაშა, ჩემო გემრიელო და ტკბილო მეგობარო გული მატკინე ძამიკო“ - წერს ჯიმი აბესაძე.

„უკვე გაუსაძლისია ასეთი ადამიანების დაკარგვაა. ლაშა გოგიაშვილი. კაცი სიკეთე და სიყვარული “ - წერს დავით არჩვაძე. 

„შენ სულს ვენაცვალე ძმაო “ - წერს გიორგი გაბუნია.

„მრა­ვა­ლი წელი ერ­თად ვი­ყა­ვით, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი გაგ­ვივ­ლია ერ­თად! ასე­თი დიდი ტკი­ვი­ლი დიდი ხა­ნია არ მიგ­რძვნია! ამ ყვე­ლა­ფერს ვწერ და ძა­ლი­ან მი­ჭირს და­ჯე­რე­ბა რომ ვე­რას­დროს ვე­ღარ შევხდე­ბით და ვერ გა­ვი­გებ შენს ხმას“ - წერს უში­კიშ­ვი­ლი.

ეს რა გვჭირს რატო ლაშა ძმაო. მართლა არ ვიცი რა დავწერო ამ მართლაც მაგარ ბიჭზე და ძმაზე!უფალო ნათელში ამყოფე ლაშას სული!“ - წერს ზურა ხაჩიძე.

წყარო: დაიჯესტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×