რეზონანსი
14.10.2022

13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე გამოეხმაურა და 13 წლის მარიტას ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„რა უნდა დავწერო, რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ ამ ანგელოზი ბავშვის მშობლები ვანუგეშო, არაფერი... კი არა ვერაფერი, რადგან მეც იგივე მდგომარეობაში ვარ. მარტო ერთი კითხვა მიტრიალებს თავში „რატომ"? რატომ ხდება ამდენი უბედურება? ჯერ „მომავლის ბიჭი" პატარა კიტა, მერე ლევანიკო, გუშინ ლაშა, დღეს მარიტა და ამ ოთხ თუ ხუთ თვეში კიდევ რამდენი შეწყვეტილი სიცოცხლე... რატომ? რატომ? რატომ? თითოეულ მათგანი როგორი წარმატებული იყო! რამდენს გააკეთებდნენ, რამდენ სიხარულს მოუტანდნენ თავის ოჯახს და ქვეყანას!

რა ჰქვია ამას... ბედისწერააა? ეს ეწერათ? ასე უნდა დავეტოვებინეთ? თუ სიკვდილო შორიდან გვიყურებ და იღიმები, გაიმარჯვე არა? ჩვენ გასაგებია, გაგვამწარე... მაგრამ ამ ანგელოზებს რას ერჩოდი... დაგვამარცხე არა? ასეა, ამას ჰქვია.... შეწყვეტილი სიმღერა",- წერს მარიტა ფურცელაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×