რეზონანსი
14.10.2022

არ­ქი­ტექ­ტო­რი, ურ­ბა­ნის­ტი და მო­ქან­და­კე ირაკ­ლი ჟვა­ნია ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და სა­უბ­რობს იმა­ზე, რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია ყო­ვე­ლი­ვე ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

„გუ­შინ­დე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო ბევ­რი კი­თხვა ის­მის, ტექ­ნი­კუ­რად რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია ბავ­შვის და­ღუპ­ვა და ვისი „მოღ­ვა­წე­ო­ბის" ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მომ­ხდა­რი. ვეც­დე­ბი ავ­ხსნა.

1. ამ შად­რე­ვანს ის­ტო­რი­უ­ლად გარ­შე­მო ჰქონ­და მო­ა­ჯი­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვახ­სოვს ჩვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან. ეს მო­ა­ჯი­რი არ იყო მა­ღა­ლი, მაგ­რამ მის გამო ეს შად­რე­ვა­ნი არას­დროს არ იყო მა­სი­უ­რად ბავ­შვე­ბის სა­ჭყუმ­პა­ლაო ად­გი­ლი, და სწო­რა­დაც. რა­ტომ: იმი­ტომ, რომ დენს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, იქ სა­დაც ძლი­ე­რი ჭავ­ლე­ბი მუ­შა­ობს დიდი წნე­ვით, ბავ­შვე­ბის ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, ჭავ­ლი­დან გა­მო­ტყორ­ცნილ­მა წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ბავ­შვის თვა­ლე­ბი და სახე.

მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გაქ­ცე­ვის და წყალ­ში ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ეს­წროს ადეკ­ვა­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა მშობ­ლის­გან და მოხ­დეს ტრა­გე­დია დე­ნის გა­რე­შეც. ეს მო­ა­ჯი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო იქ, სა­დაც ის ის­ტო­რი­უ­ლად არ­სე­ბობ­და. სხვა­თა­შო­რის, ეს პარ­კი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია და მისი ვი­ზუ­ა­ლის შეც­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბო­და, მათ შო­რის ამ ის­ტო­რი­უ­ლი მო­ა­ჯი­რი­საც. მაგ­დე­ნი კი უნდა ეს­მო­დეთ.

რე­ზუ­მე: შად­რევ­ნის გარ­შე­მო არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და დამ­ცა­ვი მო­ა­ჯი­რის მოხ­სნა და შად­რევ­ნის სა­ჭყუმ­პა­ლა­ოდ გახ­სნა, რაც მე­რი­ამ გა­ა­კე­თა. (ჩვენ მიერ ამ შად­რევ­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, 2014-2015 წწ გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო ბავ­შვე­ბი ჩაგ­ვეშ­ვა ჩარ­თულ შად­რე­ვან­ში).

2. შად­რე­ვან­ში ტექ. მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო­ფა სამ ნა­წი­ლად, ესაა ტუმ­ბო­ე­ბი, გა­ნა­თე­ბა და წყლის კო­ლექ­ტო­რე­ბი. გა­ნა­თე­ბა რო­გორც წესი, კეთ­დე­ბა 12 ან 24 ვოლ­ტის სიმ­ძლავ­რის, რაც გა­მო­რი­ცხავს სა­ნა­თი­დან დე­ნის დარ­ტყმას ბავ­შვზე. კო­ლექ­ტო­რებ­ში დენი სა­ერ­თოდ არ გა­დის, მხო­ლოდ წყა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ტუმ­ბო­ებს: არ­სე­ბობს ზე­და­პი­რუ­ლი ანუ მშრა­ლი ტუმ­ბო­ე­ბი (5 ასე­თი და­ვა­ყე­ნეთ ჩვენ 2014 წელს ამ შად­რევ­ნის გვერ­დზე მი­წის ქვეშ ოთახ­ში), არ­სე­ბობს ჩა­ძი­რუ­ლი ტუმ­ბო­ე­ბი (ასე­თე­ბი და­ვა­ყე­ნეთ სა­ბავ­შვო შად­რე­ვან­ში, შუა მცი­რე კას­კად­ში 2014 წელს).

მშრა­ლი ტუმ­ბო­ე­ბი ყენ­დე­ბა შად­რევ­ნის გა­რეთ, ჩა­ძი­რუ­ლი კეთ­დე­ბა ხოლ­მე შად­რე­ვან­ში წყალ­ში. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად კეთ­დე­ბა და­მი­წე­ბა. ასე­ვე ჩა­ძი­რუ­ლი ტუმ­ბო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მარ­თვის პულტზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს მთე­ლი რიგი დაც­ვე­ბი: ფა­ზუ­რი დაც­ვა, სით­ბუ­რი დაც­ვა და რაც მთა­ვა­რია, ე.წ. გა­ჟონ­ვის რე­ლე­თი დაც­ვა.

ეს ნიშ­ნავს შემ­დეგს: თუკი სად­მე წყა­ლი მოხ­ვდა დე­ნის სა­დე­ნებს და დენი გა­და­ვი­და წყალ­ზე, ამ რე­ლემ ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა გა­თი­შოს ტუმ­ბოს ჩამ­რთვე­ლი ავ­ტო­მა­ტი, რომ არ მოხ­დეს დე­ნის დარ­ტყმა ადა­მი­ან­ზე. რა მოხ­და გუ­შინ ამას იმე­დია ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, მაგ­რამ ერ­თის თქმა შე­იძ­ლე­ბა: სის­ტე­მა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი უხა­რის­ხოდ და ავ­ტო­მა­ტი­კამ არ გა­თი­შა წყალ­ზე გა­და­სუ­ლი დე­ნის წყა­რო. გამ­კე­თე­ბელ­მა გა­ა­კე­თა, ექ­სპერ­ტი­ზამ "შე­ა­მოწ­მა", შემ­დეგ შად­რე­ვა­ნი გა­და­ა­ბა­რეს შპს "ეკო­სერ­ვისს", რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებს თბი­ლი­სის შად­რევ­ნებს, ამ უკა­ნას­კნელ­მა არ შე­ა­მოწ­მა სის­ტე­მა სა­თა­ნა­დოდ და ისე ამუ­შა­ვა. სა­ბო­ლო­ოდ კი მო­ა­ჯი­რის მოხ­სნამ და სის­ტე­მის მიერ ავა­რი­ულ­მა არ­გა­თიშ­ვამ გა­მო­იწ­ვია ის ტრა­გე­დია, რაც გუ­შინ მოხ­და.

რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ის ვაჟ­კა­ცი კაცი დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ის ორი ბავ­შვიც და­ღუ­პუ­ლი­ყო... ვისი ბრა­ლია ამას დიდი გა­მო­ძი­ე­ბა არ სჭირ­დე­ბა: ვინც ასე­თი სის­ტე­მა აა­წყო, ექ­სპერ­ტი­ზამ რო­მელ­მაც "შე­ა­მოწ­მა" და აქ­ტიც შე­ად­გი­ნა, შემ­დეგ ვინც ჩა­ი­ბა­რა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და, სა­მი­ვე მხა­რეს ერ­თობ­ლი­ვი "მოღ­ვა­წე­ო­ბის". და რა­საკ­ვირ­ვე­ლია იმ მე­რი­ის, რო­მელ­საც ეგე­თი ინ­ჟინ­რე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და მომ­ვლე­ლე­ბი ყავს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში წყალ­ზე დე­ნის არ­გა­დას­ვლა რომ ვერ მო­უგ­ვა­რე­ბი­ათ, შუა ქა­ლაქ­ში რომ 13 წლის ბავ­შვი არ ეწი­რე­ბო­დეს ამათ "მოღ­ვა­წე­ო­ბას"...." - ირაკ­ლი ჟვა­ნია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×