რეზონანსი
14.10.2022

სოციალურ ქსელში გუშინდელი დღის კიდევ ერთი გმირის ფოტო ვრცელდება. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილმა ბავშვები შადრევნიდან ამოიყავანა, მეგი ბანცაძემ 13 წლის ლაზარეს გულის მასაჟები გაუკეთა.

„ლაზარეს დედა და ქალი, რომელმაც ბავშვს პირველადი დახმარება გაუწია. მეგი ბანცაძემ წყლიდან ამოყვანილ ლაზარეს გულს მასაჟები გაუკეთა", - ნათქვამია „ჩემი ქალაქის მკლავს"-ს ინფორმაციაში.

მეგი ბანცაძე ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს. მეგი ბანცაძის თქმით, მას მოზარდები უმძიმეს მდგომარეობაში დახვდა.

„მე რომ მივედი უკვე ორივე - გოგონა და ბიჭი ამოყვანილები იყვნენ წყლიდან. საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს და გავუწიე პირველადი დახმარება. გოგონა ჩემგან ცოტა შორს იყო, გულის მასაჟები გავუკეთე, ჩემთან ერთად კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მეხმარებოდა," - აცხადებს მეგი ბანცაძე.

მეგი ბანცაძეზე წერს ასევე თბილისის საკრებულოში გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან", კონსტანტინე ზარნაძე.

„ეს გოგო იცით ვინ არის ?! ჩვენი დროის გმირი მეგი ბანცაძე! შემთხვევითი გამვლელი, ვინც ჩვენს ლაზარეს პირველადი დახმარება გაუწია, გული აუმუშავა სასწრაფოს მისვლამდე და ფაქტიურად გადაარჩინა", - წერს კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში და თან ფოტოს ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×