რეზონანსი
15.10.2022

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ბერ­ლინ­ში ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის პარ­ტი­ის (PES) სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ყრი­ლო­ბა­ზე აირ­ჩე­ვენ ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„ვეს­წრე­ბით ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბას, სა­დაც აირ­ჩე­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ასე­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სი­ე­ბის სხვა­დას­ხვა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­ზღვრავს ევ­რო­პის მას­შტა­ბით ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცოტა ხნის წინ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×