რეზონანსი
17.10.2022

9 ოქტომბერს, თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე კორპურსის საცხოვრებელ ბინაში, ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. სახლში ამ დროს წლინახევრის ბავშვი იყო, მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ თორნიკე გამხვეტელაშილი მკვლელობიდან მალევე, საკუთარ სოფელში სახლთან დააკავა. მან მკვლელობა აღიარა, მისი სიტყვებით, სისულელე ჩაიდინა. 

„წლინახევრის ბავშვს ხელზე სისხლი ჰქონდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სისხლი იყო დაღვრილი. სააბაზანო ოთახის კარებიც სისხლიანი იყო. სისხლით მოსვრილმა წლინახევრის ბავშვმა მიუთითა პოლიციას სად იწვა მოკლული დედა“,- ამბობს პროკურორი. მისივე თქმით, მეორე, 6 წლის ბავშვი ბებიასთან გაიქცა და შეშინებულმა უთხრა, რომ დედას კლავდნენ.

მკვლელობაში ბრალდებული თავს იმართლებს და ამბობს, რომ ის მოკლულმა გამოიწვია. „რისთვის უნდა ვიჯდე ციხეში, მხოლოდ ამას ნანობს“ - ამბობს პროკურორი დაკავებულის შესახებ.

ბრალდებულს 16- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×