რეზონანსი
17.10.2022

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია ბავშვობის მძიმე წლებს იხსენებს და ამბობს, რომ გაჭირვების გამო მშობლებთან განშორება მოუწია.

„ბავშვობა არ მიყვარს, გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი. ერთადერთი კარგი ის იყო, რომ მამაჩემი ცოცხალი იყო, დანარჩენი არაფერი. სულ ცუდი ხდებოდა, კარგს ვერ ვიხსენებ. ძირითადად გაჭირვება იყო, ვხედავდი როგორ მტოვებდნენ სხვაგან, დასავლეთში დამტოვეს დეიდასთან, გაჭირვების გამო. ჩემი დაც სხვაგან იყო. მაინც ყველა კავშირზე ვიყავით, ბოლოს დედამ და მამამ ყველაფერი დაალაგეს. იმ გაჭირვების გამო, რომელშიც მე გავიზარდე შეიძლებოდა, რომ არასწორ გზაზე დავმდგარიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახი ჩემ გვერდზე იყო და სწორი მიმართულება მომცა.

გარდატეხა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკუთარი შემოსავალი გაჩნდა. ბრაზი გამაჩნდა უსამართლობის გამო. ვხედავდი, რომ ზოგიერთს ყველაფერი გაცილებით მარტივად მოსდიოდა, მე ასჯერ მეტი უნდა მეწვალა.

მეზიზღება, როდესაც პატარა ბინაში ცხოვრობ. წარმოიდგინე 6 ადამიანი ერთ ოთახში. მთელი ცხოვრება საკუთარ სახლზე ვოცნებობდი. ავიხდინე ეს ოცნება, ამისთვის ვიშრომე და ვიწვალე. მამაჩემი 24 საათი ჩემთან იყო, თამაში კი არა ვარჯიშიც არ ჰქონდა გამოტოვებული. ჩემთვის ღმერთი იყო მამაჩემი, ვერავინ და ვერაფერი შეცვლის...”, – განაცხადა გიორგი ლორიამ გადაცემაში „ნოესთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×