რეზონანსი
17.10.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა, აბსოლუტურად ყველა ნიშნისთვის, დადებითია. ცაგარელი გირჩევთ, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანმა გამოიყენოს ეს დრო, რადგან 23 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით სიტუაცია დაიძაბება.

„არის თვეში ერთი კვირა, რომელიც ყველა ზოდიაქოსთვის არის კარგი. აი, ეს კვირა ასეთია. გარდა ამისა, სატურნი დირექტიული ხდება, რაც ხელს შეუწყობს კარიერულ განვითარებას. ახალი იდეების მეტად რეალიზაციას. ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ ეს კვირა, თორემ შემდეგი კვირიდან მზე გადადის ურთულეს ზოდიაქოს ნიშანში - მორიელში, მოიმატებს აგრესია, პლუს ამას, 25 ოქტომბერს არის მზის დაბნელება და 8 ნოემბერს მთვარის დაბნელება, ანუ უნდა გავიაროთ დაბნელებების დერეფანი. ამ პერიოდში მომატებული იქნება შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ ეს კვირა უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და შაბათი, ამიტომ ამ დღეებში მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. რაც შეხება კვირას - 23 ოქტომბერს მზე და სიყვარულის პლანეტა ვენერა გადავა მორიელის ნიშანში, ამიტომ ამ ნიშნის დადებითი და უარყოფითი ნიშან-თვისებები ყველა ზოდიაქოს ნიშანზე გავრცელდება“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×