რეზონანსი
18.10.2022

ტელეწამყვან დათო გორგილაძის მიმართვას, რომელიც მან გმირობის გაუფასურებაზე დაწერა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

„მე თუ მკითხავთ:

გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს, კარგ პასს იძლევა და ლამაზად აგორავებს ბურთს. ამაში კი ხელფასს იღებს. ის, უბრალოდ, კარგი ფეხბურთელია და პლუს ამას თუ კარგი ადამიანიცაა, ღმერთმა გაუმარჯოს.

აი, გმირია ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვას სიცოცხლეს აჩუქებს ან შეეცდება მაინც.

კიდევ სხვა ვიღაცებიც არიან გმირები. მაგალითად, მარტოხელა მშობლები, მთელი დღე ქანცგაწყვეტილები რომ არიან შრომით და შინ მიბრუნებულები შვილთან თამაშის ძალას გამონახავენ. თან ისე, რომ დაღლილობას არ აგრძნობინებენ ბავშვს.

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი.

ნუ ავკიდებთ გმირის მძიმე იარლიყს მას, ვინც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ანაზღაურების სანაცვლოდ და ამას აკეთებს კარგად.

და, კიდევ ერთი: გმირობა ფულში არ ხურდავდება. მით უფრო მაშინ, როცა ადამიანს ეს არ უთხოვია. არათუ არ ხურდავდება, უფასურდება კიდეც".

რასაკვირველია ამ ტექსტში ყველამ ხვიჩა კვარაცხელია და დევი მეზურნიშვილი იგულისხმა და გდიდი მითქმა-მოთქმაც ატყდა. შესაბამისად, გორგილაძეს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუხდა: 

"მგონი, ხალხის ნაწილი იმას ვერ მიხვდა, რომ გმირობის ფულით გაუფასურებაში, დევი მეზურნიშვილისთვის თანხის ჩარიცხვა იგულისხმებოდა და არა ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი. და, სტატუსიც ამას ეძღვნებოდა", - დაწერა ტელეწანყვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×