რეზონანსი
18.10.2022

 

რეალით შოუ „ჯეობარი 2007"-ის გამარჯვებული მედეა ადამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გმირის დევი მეზურნიშვილი შესახებ წერს. მისი თქმით, სიცოცხლეშივე სჭირდება ადამიანს დაფასება და მხოლოდ მადლობის თქმა არ კმარა.

„მადლობას 100კვ დასრულებულ-გარემონტებული ბინა მიაყოლეთ ვაკის პარკის მიმდებარედ, ეს არ გაგიჭირდებათ ვიცი. ასეთი დიდი ადამიანები, როგორიც დევი მეზურნიშვილია თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა ქვეყანაში... მათ ღირსეულად უნდა ვაფასებდეთ! უნდა გადაეცეს ამ პიროვნებას სახალხო გმირის ორდენი, ღირსების ორდენი, ყველა ჩინოვნიკის ოქტომბრის თვის ხელფასი პრემია-დანამატებით!! საქართველოს საპატიო მოქალაქის და საპატიო თბილისელის წოდება და ჯილდო!! და აუცილებლად დაიდგას ამ პიროვნების ძეგლი ვაკის პარკში!! სიცოცხლეშივე სჭირდება ადამიანს დაფასება!!! და მხოლოდ მადლობის თქმა არ კმარა!!!", - წერს მედეა ადამია.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×