რეზონანსი
20.10.2022

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ გაუჩინარებული სერგი კაპანაძის ბებია გადაცემა „ღამის პრაიმტაიმის“ სტუმარი გახლდათ. მან ის ფაქტები დაასახელა, რის გამოც ფიქრობს, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალია.

„სოციალურ ქსელში მე, ჩემი რძალი და სერგოს მეგობარი ვიყავით ჩართულები, ერთმანეთს სიზმრებს ვუყვებოდით, ამ დროს უცხო ადამიანი ჩაგვერთო და გვეუბნება: „ნუ ტირით, რა. ეძებეთ“.  ისეთ რაღაცებს ამბობდა, სერგის იცნობდა. მერე ეჭვიც კი შემეპარა, თვითონ სერგი ხომ არ იყო. ისეთ დეტალებზე საუბრობდა, სერგისთვის უცნობი არ იყო. 

მივწერე, სერგი შენ ჩემი გაგიჟება გინდა-მეთქი და მწერს: წარმოდგენა არ გაქვს, სად ვცხოვრობ და ვისთან ერთად. რომ დავბრუნდე, სად დავბრუნდე...

შეიძლება, ზარანდიების მშობლებთან შეხვედრის ეშინია. გოგოები მას ახლდა, ისინი დაიღუპნენ, თავად გადარჩა“, - ამბობს სერგი კაპანაძის ბებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×