რეზონანსი
20.10.2022

ქუთაისში სკოლის მოსწავლეების მშობლები პანიკაში არიან. ბოლო დღეებია, ერთმანეთის მიყოლებით სამართალდამცვლები გარყვილი ქმედების მცდელობის ფაქტზე მამაკაცებს აკავებენ, რომლებიც სკოლებთან ბავშვებს ხვდებოდნენ და ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ არასრულწლოვნებს მათთან წაყოლას სთხოვდნენ. 

”ქუთაისში, პოლიციის მე-5 განყოფილებამ 2 პირი დააკავა (ერთი გუშინ და ერთი დღეს), რომელთაც ედავებიან ს.ს. კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ეს პირები არიან  დ.ზ.  და  გ.რ. 

ერთ-ერთ მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს, ხოლო მეორე პირს ბრალს ხვალ წარუდგენენ”, - წერს ადვოკატი ლევან ჭელიძე.

ქუთაისის ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელი ბავშვებსა და მათ მშობლებს სთხოვენ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×