რეზონანსი
20.10.2022

მომღერალ, თამარ გვერდწითელს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

"გარდაიცვალა თამარ გვერდწითელის დედა ქალბატონი ინა კოფმანი.

ქალი, რომელმაც მსოფლიოს მოუვლინა და აღუზარდა ღირსეული ვარსკვლავი თამარ გვერდწითელი და იყო დედობის და ქალის ეტალონი.

დედა, რომელიც გახლდათ თამარ გვერდწითელის შემოქმედების მუზა.

პანაშვიდები:

დიღომი 8/ აკაკი გელოვანის 1 ჩიხი, სახლი 5.

სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 22 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში 17:00 საათიდან.

გასვენება კვირას, 23 ოქტომბერს, სიონის ტაძრიდან 14:00 საათზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×