რეზონანსი
21.10.2022

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძემ ცოტა ხნის წინ ურთულესი პერიოდი გამოიარა. მძიმე დღეებთან დაკავშირებით, იგი სოციალურ ქსელში წერს.

"იმ ღამეებისას, საშინელი ღამეებისას, როცა შიში და შფოთვა ცივ-ცხელ ოფლად მდიოდა და სასთუმალთან ერთადერთ თავმდგმურად მომღიმარი სიკვდილი მეჯდა, როგორც რომ ერთგვარი შვება და იმედი და სადაცაა ხელი უნდა გამეწვდინა მისთვის ჩამოსართმევად - მოდიოდა მამაჩემი და თვითონ მართმევდა ხელს, მაგრად მიჭერდა და ამბობდა: ,,დრრრ, დრრრ, აჰა, მოგეცი ძალა!" ასე იყო მაშინ, ოცდაათი წლის წინაც, როცა რამეს წამოვკრავდი ფეხს და მუხლებს გადავიყვლეფავდი ან სირბილით დავიღლებოდი. მაშინაც ასე მოდიოდა მამაჩემი და ძალას მაძლევდა. მაგრამ, მაშინ, ოცდაათი წლის წინ, მამაჩემი ცოცხალი იყო", - წერს გიორგი კეკელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×