რეზონანსი
21.10.2022

ვარკეთილში არასრულწლოვანი ძაღლმა დაკბინა. მომხდარის შესახებ ბავშვის დედა სოციალურ ქსელში წერს.

დაზარალებული დედა აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მომხდარის გამო შოკშია. მისივე განცხადებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მისი შვილი სკოლაში მიდიოდა.

„ამ დილით ჩემი შვილი მიდიოდა სკოლაში და დაკბინეს. კერძოდ მესამე ა 320-ე კორპუსთან. უკვე საშიში ხდება გარეთ გასვლა იმდენი ძაღლია. ყველაფრის როგორ უნდა გვეშინოდეს ადამიანებს. ჩემი შვილი შოკშია, ისეთი შეშინებულია", - წერს დაზარალებული ბავშვის დედა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×