რეზონანსი
22.10.2022

იტალიაში მცხოვრები ქართველ ემიგრანტი ფატიმა ნებიერიძე საკუთარი უმძიმესი ისტორიის შესახებ  ავრცელებს ინფორმაციას.

„დამეხმარეთ!!!

ათი თვეა ვმუშაობ რეჯო კალაბრიაში, სახლიდან გაუსვლელად, 24 საათი. გავხდი ცუდად ერთი თვეა, 39 ტემპერატურა. ძლივს დავითანხმე ოჯახი სისხლის ანალიზზე და დამიდგინდა ქრონიკული ლეიკემია. ოჯახმა ძაღლივით მიმაგდო მარტო, არც მკითხულობდნენ, არც ტანსაცმელი მომიტანეს.

გუშინ, გამომიშვეს საავადმყოფოდან, ისევ ცუდ მდგომარეობაში. არ იყო სათანადო მკურნალობა. დავბრუნდი სახლში და ოჯახმა ღამე სახლიდან გამომაგდო ძაღლივით. საშინელი დაუმსახურებელი შეურაცხყოფებიც მომახალეს, თუ არ წახვალ კარაბინიელებს დავურეკავთო.

მოკლედ, ცუდ დღეში ვარ. ადვოკატი მჭირდება, ვიცი მეკუთვნის მეცამეტე, ლიკვიდაციონე და ორი კვირაც მეკუთვნოდა სახლში ყოფნა. დაბანას ვითხოვდი, მეტს არაფერს. +39) 38 83994108 “, - წერს ფატიმა ნებიერიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×