რეზონანსი
22.10.2022

ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის დედა ანა შო­ში­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში ის არის, რომ მა­რი­ტამ თავი მე­გობ­რე­ბის­თვის გა­წი­რა.

მო­ზარ­დის დედა მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც მათი ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რა.

„ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი, ჩვე­ნი მა­რი­ტა, რო­მელ­საც ბევ­რი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი... ჩვენ­მა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სიკ­ვდი­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა არის და­სა­წყი­სი ახა­ლი, მა­რა­დი­უ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დრო­ე­ბით გან­გვა­შო­რებს ახ­ლობ­ლებს.

მა­რი­ტას მო­უ­ლოდ­ნელ­მა გა­და­ნაც­ვლე­ბამ იმ­ქვეყ­ნი­ურ სამ­ყა­რო­ში, უმ­ძი­მე­სი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნა. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში, მისი თავ­გან­წირ­ვაა მე­გობ­რე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. მა­რი­ტა სი­კე­თის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და მე­გობ­რო­ბის­თვის იყო მოვ­ლე­ნი­ლი ამ­ქვეყ­ნად. მისი ხსოვ­ნის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მისი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მა­რი­ტას­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად მო­ვი­და, ან ვერ მო­ვი­და და გა­ი­ზი­ა­რა მწუ­ხა­რე­ბა მისი უდ­რო­ოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მად­ლო­ბა მა­რი­ტას კლა­სე­ლებს, მე­გობ­რებს, თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებს, უცხო ადა­მი­ა­ნებს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი.ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ანს, დევი მე­ზურ­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად მო­ა­ხერ­ხა მა­რი­ტას სა­ბე­დის­წე­რო სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, მისი მე­გობ­რე­ბის ლა­ზა­რეს და ან­დრი­ას გა­დარ­ჩე­ნა.

დიდი მად­ლო­ბა ექი­მებს, რომ­ლებ­მაც ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩვენს უწ­მინ­დესს და უნე­ტა­რესს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ილია მე­ო­რეს, რომ­ლის სი­ტყვებ­მა ამ უმ­ძი­მეს წუ­თებ­ში გვა­ნუ­გე­შა.

მად­ლო­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს, მე­უ­ფე გე­რა­სი­მეს და ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი მა­რი­ტას­თვის ლოც­ვას აღავ­ლე­ნენ.უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვენს მო­ძღვრებს, მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას და მამა საბა ჭი­კა­ი­ძეს ამ სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ასე­თი თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის, იმ გა­დამ­დე­ბი სიმ­შვი­დის­თვის, რო­მე­ლიც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არის და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის. მა­რი­ტას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, მათ მიერ წარ­მოთ­ქმულ­მა სი­ტყვამ, გაგ­ვაძ­ლი­ე­რა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ლო­ცუ­ლობს ჩვე­ნი შვი­ლის­თვის.

ჩვე­ნი მხი­ა­რუ­ლი მა­რი­ტა, რო­მელ­საც უყ­ვარ­და მის გარ­შე­მო მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, მე­გობ­რე­ბი, ჩოგ­ბურ­თი სწო­რედ კორ­ტე­ბი იყო გზის და­სა­წყი­სი მისი ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ,კორ­ტე­ბი გახ­და გზის და­სა­წყი­სი მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფევ­ლის­კენ. ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­საც ბევ­რი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი" - წერს მა­რი­ტას დედა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×