რეზონანსი
22.10.2022

მოდელი, ნელი დოროყაშვილი მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქმეს აუცილებლად წაიღებს სტრასბურგამდე.

"საქმეს წავიღებ სტრასბურგამდე. შეგნებულად არ მივედი სასამართლოში. ამ შედეგს ველოდი, რადგან წინა დღეს, რაც მოხდა დარბაზში, წინასწარი განწყობები კარგად დავინახეთ, როდესაც სასამართლო დარბაზში მივიდნენ მასთან და ავტოგრაფებს ითხოვდნენ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამიჩნდა წინასწარი განწყობები“, - აცხადებს ნელი დოროყაშვილი.

ცნობისთვის, მოდელი ნელი დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა. 21 ოქტომბერს სპორტსმენი სასამართლომ გაამართლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×