რეზონანსი
24.10.2022

სამტრედიაში, 23 წლის გოგონა გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლების თქმით, ოპერაციის შემდეგ ლანას ტკივილები ჰქონდა, რასაც სისხლდენა მოჰყვა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მას გადასხმაც გაუკეთეს, რადგან საჭმელს ვერ ჭამდა.

„რომ წაიყვანეს გუშინწინ და მიიყვანეს და გადასხმა გაუკეთა ექიმმა და  არაფერი არ სჭირსო და გამოუშვა, ღებინების შეგრძნება ჰქონდა ბავშვს იმას ყურადღება არ სჭირდებოდა? ახლა როგორ ამბობენ, იმას, რომ ...საკვები საერთოდ არ მიუღია ბავშვს. შიოდა ბავშვს და ვერ ჭამდა...

ხუთშაბათს დააწვინეს, გამოგვატანეს პარასკევს, გაუკეთეს გადასხმა. საავადმყოფოში გადასხმა უნდა და მეტი არაფერი არ უნდაო. საჭმელი ვერ ჭამა, რაც ჭამა სულ ყველა დააბრუნა. კაია სისხლი რომ არ წამოუვიდესო და მეორე დღეს წამოუვიდა“,- ამბობენ ახლობლები.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×