რეზონანსი
24.10.2022

სოციალურ ქსელში ეშლი მა­ლი­ა­ნი სახელით რეგისტრირებული მოქალაქე #383 ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს მად­ლო­ბას უხ­დის. რო­გორც ის წერს, მისი შვი­ლი შეც­დო­მით სხვა ავ­ტო­ბუს­ში ჩაჯ­და, მძღოლ­მა კი ბაშ­ვის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა. იგი თბი­ლი­სის მე­რი­ას მო­უ­წო­დებს, ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ა­ფა­სონ:

"კი­დევ არ­სე­ბო­ბენ სი­კე­თით, სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბი. გუ­შინ დე­მეტ­რე, ტრა­დი­ცი­უ­ლად სკო­ლი­დან გა­მო­ვი­და და ელო­დე­ბო­და ავ­ტო­ბუსს სახ­ლში წა­სას­ვლე­ლად... ბარ­ნოვ­ზე სწავ­ლობს და სო­ლო­ლაკ­ში ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 10 წუ­თის უფ­ლე­ბა აქვს დი­ლა­ო­ბით და სკო­ლის შემ­დეგ და­ი­ნა­ხა ავ­ტო­ბუ­სის ნაც­ნო­ბი ნომ­რე­ბი და ბედ­ნი­ე­რი ჩაჯ­და მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მოძ­რავ ტრან­სპორ­ტში...

ორ გა­ჩე­რე­ბა­ში მიხ­ვდა, რომ სხვა­გან მი­დის - მძღოლ­მაც და­უ­დას­ტუ­რა, ქავ­თა­რა­ძე­ზე მივ­დი­ვარ­თო მთე­ლი ორი სა­ა­თი მძღო­ლი გა­დაყ­ვა დე­მეტ­რეს, ყო­ველ 10 წუთ­ში მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და "დამ­შვიდ­დით ქალ­ბა­ტო­ნო დედა, აი ვკა­ტა­ობთ თბი­ლის­ში" ბოლო გა­ჩე­რე­ბამ­დე მი­სუ­ლებ­მა შეს­ვე­ნე­ბა მო­ი­წყეს - მა­ღა­ზი­ა­ში სა­სუსნა­ო­ე­ბი უყი­და დე­მეტ­რეს, ასა­დი­ლა, ცოლ-შვი­ლი გა­აც­ნო კი­დე­ვაც და უვ­ნე­ბე­ლი დაგ­ვიბ­რუ­ნა სახ­ლში, მე კი გა­მის­კდა გული, მაგ­რამ დე­მეტ­რეს მხი­ა­რუ­ლი ხმა რომ გა­ვი­გე "არა არ მინ­და დე ტაქ­სი, არც რუ­სომ (ბე­ბომ) მო­მა­კი­თხოს. ვკა­ტა­ობთ ჩათ­ვა­ლე" ინ­ტუ­ი­ტი­უ­რად ძა­ლი­ან დავ­წყნარ­დი...

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო #383 ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს, რომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი არ ახ­სოვს მოგ­ზა­ურ დე­მეტ­რეს, სა­მა­გი­ე­როდ სა­მახ­სოვ­რო ფოტო გა­და­ი­ღეს თბი­ლი­სის მე­რია / Tbilisi City Hall და­ა­ფა­სეთ ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი" - წერს მა­ლი­ა­ნი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×