რეზონანსი
24.10.2022

საზოგადოებამ მსახიობი - გია ბურჯანაძე სწორედ ამ ფილმიდან გაიცნო. ე.წ. კანონიერი ქურდი კაკო დევდარიანი, იგივე ლიმონა სწორედ ბურჯანაძის მიერ შექმნილი პერსონაჟია.

ის გადაცემა „სხვა კითხვების" სტუმარია. გადაცემა 30 ოქტომბერს კვირას, 23:00 საათზე „რუსთავი 2-ის" ეთერში გავა. როგორც გავრცელებული ანონსიდან ჩანს, ის თავისი ცხოვრების დაფარულ ეპიზოდებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კლინიკური სიკვდილიც განუცდია.

„არსად მომიყოლია და არ ვიცი, ახლა ვიტყვი... ფრჩხილებში სულ მიწა მქონდა. თორმეტი მეტრიდან დალეწილი ვიყავი... ფეხები, მუცელში ჩაწყვეტილი მქონდა ყველაფერი, ოთხი ოპერაცია გამიკეთეს, გადამჭრეს, გადმომჭრეს ყველაფერი..."

მსახიობი ადასტურებს, რომ მას კლინიკური სიკვდილი ჰქონდა: „იქით არ მციოდა, არ მტკიოდა, კარგად ვიყავი..."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×