რეზონანსი
25.10.2022

მომღერალი ლექს-სენი ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საკუთარი კრიმინალური წარსულის შესახებ ისაუბრა. როგორც ია ფარულავა აცხადებს, ლექს-სენი 90-იან წლებში ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო და ბინების ძარცვაშიც იღებდა მონაწილეობას.

„25 წლის წინანდელი ამბების. მაშინ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომ ქუჩა და „გაფუჭება“ იყო ნორმა.

მხედრიონის შემდგომი პერიოდი იყო, მიტოვებული იყო რაღაცები… თუკი სადმე ვინმე არ იყო შესული, არ არსებობდა, რომ მე არ შევსულიყავი.

ბინებს ვძარცვავდით, ნაკოლებს ვიღებდით, სადღაც სარდაფში ვცხოვრობდით... 

ერთხელ ავტობუსების პარკში ვიყავით, თუკი რამე იყო დარჩენილი საბურავი, საჭე და რაღაცები გამოვიტანეთ.

იარაღსაც ვატარებდი „ჩეზეს“, - აცხადებს ლექს-სენი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×