რეზონანსი
26.10.2022

იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე როგორც სოციალურ ქსელში განმარტავს, მასსა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

"ეს ზნედაცემული ამ სიტყვებს პირისპირ შეხვედრისას გამიმეორებს?!...

აი ქართველი პოლიტიკოსი!...

არაა ღირსი, სულაძაღლებული მამამისის საფლავში ჩავფლა კრწანისის რეზიდენციაში?!...

ფუჰ... მერწყევა ამის და ამნაირების დანახვაზე...

დანარჩენი, თუ სადმე შეგხვდი პირადად, მაშინ, საქონელო...", - წერს ნერგაძე.

ამავე პოსტის კომენტარებში კითხვაზე, რა მოხდა, ნერგაძე პასუხობს: "ამ ზნედაცემულმა მომწერა პირადში.

სხვა შტოზე წავეკამათე და აი, ასე შემომივარდა პირადში.

საქართველოში რომ ჩავალ, თუ შემხვდა.... მოვთხოვ პასუხს...";

"უხამსი გინება. ვერ დავწერ..."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×