რეზონანსი
28.10.2022

გუშინ მკვლე­ლო­ბა მოხ­და კა­ხეთ­ში, სა­დაც ძმამ და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ა­ზი­ა­ნა. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მოკ­ლუ­ლი ქალი 34 წლის მერი ალა­დაშ­ვი­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლია მისი ნა­ხე­ვარ ძმა ზურა ალა­დაშ­ვი­ლი. ქალი ქმარს იყო გა­შო­რე­ბუ­ლი და მა­მას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ქო­ბო­ში ცხოვ­რობ­და.

ძმებს შორის გზაზე დაწყებული და­პი­რის­პი­რე­ბა ავ­ტო­მო­ბილ­ში გაგ­რძელ­და. მოკ­ლუ­ლი ქალი ძმებს აშ­ვე­ლებ­და, რის შემ­დგომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ერთ-ერთმა მანქა­ნი­დან გა­და­აგ­დო.

და­კა­ვე­ბუ­ლი ზურა ალა­დაშ­ვი­ლის დედა ჰყვე­ბა, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ შვილ­მა მას და­უ­რე­კა და დის სიკ­ვდი­ლი შე­ა­ტყო­ბი­ნა.

"ჩემს ბი­ჭებს, ორი­ვეს თურ­მე იმ­დე­ნი არა­ყი ჰქო­ნი­ათ და­ლე­უ­ლი, რომ ერ­თმა­ნე­თის არ ეს­მო­დათ. განა ჩხუ­ბობ­დნენ, უბ­რა­ლოდ, ის სხვას ამ­ბობ­და, ეს სხვას, კა­მა­თობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტად არ ვიცი.

ვიცი, რომ არა­ყი უნდა გა­მო­ე­ხა­დათ და იქ იყ­ვნენ. ხში­რად ვუ­რე­კავ­დი, არ მო­დი­ხარ­თ-თ­ქო? მოვ­დი­ვარ­თო, და­მი­რე­კა, უკვე გვი­ა­ნი იყო. გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ერთ-ერთ ბიჭს აქ, ჩვენ­თან სახ­ლში არ­ყე­ბი მოჰ­ქონ­და და უნდა დავ­ხვედ­რო­დი. ვი­წე­ქი და სა­ნამ ამ ბი­ჭის და­სახ­ვედ­რად ავ­დე­ქი, მე­ო­რე ზარი მო­მა­ყო­ლა, ტი­რო­და, და აღარ მყავ­სო, მერი აღარ გვყავ­სო... ვრე­კავ­დი რა მოხ­და­-თქო და არ ვი­ციო, რა მოხ­დაო, მე­უბ­ნე­ო­და" - ჰყვე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

ამბები

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×