რეზონანსი
29.10.2022

გოგი კალანდია სოციალური ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელმაც ახლობლებს თავისი ავადმყოფობის შესახებ დაუმალა და ახლა სიკვდილს მარტოდმარტო, ერთ-ერთ საავადმყოფოში ებრძვის.

"გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია. ეხება სენაკელებს. თუ ვინმე იცნობთ ამ ადამიანს, ანდრო ხურციას, რომელიც სენაკელია, ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ბოლოს. ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანი, თურმე მალავდა ავადმყოფობას, რომ არ შეეწუხებინა ვინმე. ვითომ გერმანიაში იყო წასული და თავი აარიდა სამეგობრო სანათესაოს, არავის უთხრა თავისი გასაჭირი, თურმე იმყოფება ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძვის, დიაგნოზი თავის ტვინის სიმსივნე, ბოლო სტადია, უგონოდ მიერთებულია აპარატზე, წამი წამზეა მისი სიცოცხლე. 

გაავრცელეთ, იქნებ ნათესავებამდე მივიდეს ანდროს ამბავი. საავადმყოფოში უწევთ, მაგრამ ნამდვილი გვარსახელი არ იციან, ახლახანს გავიგე ეს ამბავი იქნებ გადავარჩინოთ!" - წერს გოგი კალანდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×