რეზონანსი
02.11.2022

კაცმა კარის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. საკუთარ ნათესავს კახაბერ მუმლაძემ ზესტაფონის რაიონის სოფელ წიფლავაკეში სახლის ფანჯრიდან ესროლა. ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

სოფელში ამ დრომდე არ იციან, თუ რას მოჰყვა ნათესავებს შორის დაპირისპირება, რომელიც სიკვდილით დასრულდა.

,,ბიჭის ხმა ისმოდა, მიშველეთო...

არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა მანამდე მათ შორის. იმ დღეს გავიგე ჩხუბისა და გინების ხმა. ვისაც არ უნდა შეეკითხოთ, არავინ იცის რა მოხდა.

თვითონ ჩაბარდა პოლიციას", - ჰყვებიან სოფელში.

მომხდარის მიზეზი ბრალდებულს არც სასამართლოში განუმარტავს, მან დუმილის უფლება გამოიყენა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×