რეზონანსი
02.11.2022

მომღერალ ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში არაერთი რთული მომენტი ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ძლიერი აღმოჩნდა და პრობლემები ყოველგვარი დეპრესიების გარეშე დაძლია. ქმართან გაშორების შემდეგ შვილებთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს, მშვიდი ფსიქიკური მდგომარეობა შეინარჩუნოს. ახლახან მას ქმარმა ჯვრის აყრა მოსთხოვა და ადვოკატით დაემუქრა. რა რეაქცია აქვს მომღერალს შვილების მამის მოთხოვნებზე და აპირებს თუ არა ის საპატრიარქოში მისვლას.

„ხელი, არასოდეს გვქონია მოწერილი, ჯვარი დავიწერეთ. ახლა ჯვრის აყრას მთხოვს, რადგან იმ ქალბატონთან შვილი შეეძინა. მე თანახმა ვარ ჯვრის აყრაზე. რომ დამირეკა, მითხრა: თანახმა ხარ ჯვარი რომ ავიყაროთ თუ ადვოკატი გამოვაგზავნოო. გამეცინა. საერთოდ არ სჭირდება ჯვრის აყრას ადვოკატი და მაგდენიც არ იცის. ჰგონია, მე ვერ ვერკვევი და ჰგონია მაშინებს (იცინის). მიდი საპატრიარქოშიო. მე ვუთხარი: ჩემგან თანხმობა გაქვს, სურვილი შენია, მე რატომ უნდა მივიდე საპატრიარქოში, თავად მიბრძანდი-მეთქი. სხვათა შორის, მეც მინდა ჯვრის აყრა, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდე ამ ადამიანისგან, დავუსვა წერტილი და დავისვენო.

 სხვათა შორის, ჩემი ყოფილი ქმრის, ეგრეთ წოდებული, ახლანდელი ცოლი სერიალებს დგამდა, შეთხზა, თითქოს მე ვწერდი რაღაცებს და ჩემი ყოფილი ამის გამო მემუქრებოდა. პოლიციაშიც კი ვუჩივლე და გაფრთხილება მისცეს. გაფრთხილების მერე არცერთი ესემესი აღარ მოსულა ჩემთან. ჩვეულებრივ სერიალში ამოვყავი თავი. ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ვყავდი და ჩივილის გარდა, სხვა გზა არ დამიტოვეს. ერთს ვეტყვი მათ: ისინი შესაფერისები არიან და იმსახურებენ ერთმანეთს“, - განუცხადა "თბილისელებს" მომღერალმა.

 "თბილისელები"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×